სამედიცინო ეთიკის კათედრა
სამედიცინო ეთიკის კათედრა დაარსდა 2018 წელს. კათედრა შედის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის შემადგენლობაში. დეპარტამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე. კათედრაზე ამჟამად ხორციელდება რამდენიმე საერთაშორისო პროექტი, მათ შორისაა:
- ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის (NIH, აშშ) მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კვლევითი პროექტი: ICREATE - კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში;
- DIKU-ს (ნორვეგია) მიერ დაფინანსებული CPEA-2015/10057 პროექტი: საქართველო-ნორვეგიის კოლაბორაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში (GeNoC-PH);
- ერაზმუს + პროექტი: სადოქტორო პროგრამები საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და სოციალურ სერვისებში.
კათედრაზე მომზადდა და 2020 წელს თსუ გამომცემლობაში დაიბეჭდა პუბლიკაცია ,,სამედიცინო განათლება უნივერსიტეტში’’.
სამედიცინო ეთიკის კათედრის თანამშრომლები:
- ნინო ჩიხლაძე - პროფესორი
- მაკა ჯორბენაძე - ასოცირებული პროფესორი